ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ქალაქ გდანსკში მოქმედი რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვას „უახლოეს რამდენიმე დღეში“ გააუქმებს.
სიკორსკის განცხადებით, ვარშავამ არაერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ პოლონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობის შემცირებით უპასუხებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთმა არა მხოლოდ არ შეაჩერა ასეთი მცდელობები, არამედ გააძლიერა ისინი.
პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტები რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ იყო.
„ეს სახელმწიფო ტერორიზმია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
ამასთან, სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია.
პოლონეთში საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა.
„პოლონეთთან ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა. ეს ალბათ ამ დეგრადაციის გამოვლინებაა – პოლონეთის ხელისუფლების სურვილი საკონსულო ან დიპლომატიური ურთიერთობების ნებისმიერი შესაძლებლობა ნულამდე შეამციროს. აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. ამას საერთო არაფერი აქვს საღ აზრთან“, – განაცხადა პესკოვმა.