Reuters: უნგრეთისა და სლოვაკეთში მილსადენ „მეგობრობით“ ნავთობის მიწოდება აღდგა

ნავთობი

რუსულმა მხარემ უკრაინელების მიერ დაბომბილი მილსადენი „მეგობრობა“ შეაკეთა და ნავთობის მიწოდება სლოვაკეთსა და უნგრეთში აღადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სლოვაკეთი და უნგრეთი დიდწილად რუსულ ნავთობზე დამოკიდებული. ევროკავშირის მცდელობების მიუხედავად აღნიშნული ქვეყნები რუსულ ნავთობზე უარის თქმას არ აპირებენ.

ნავთობის მიწოდება „მეგობრობის“ მეშვეობით აგვისტოში რამდენჯერმე შეწყდა. ბოლოს ეს 21 აგვისტოს მოხდა, როცა უკრაინამ მილსადენის საქაჩი დაბომბა.