ახალ ზელანდიაში მარტოხელა ლოკოკინისთვის მეორე ნახევარს ეძებენ

ლოკოკინა]

ახალ ზელანდიაში უნიკალური ლოკოკინისთვის, რომელსაც ნედი ჰქვია, მეორე ნახევარს ეძებენ. საქმე იმაშია, რომ ნედის ნიჟარა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით არის დახვეული, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. უჩვეულო მოლუსკი რეგიონ ვაირარაპას მცხოვრებმა ჟიზელ კლარკსონმა თავის ბაღში აღმოაჩინა.

ლოკოკინების აღნაგობის თავისებურებების გამო, ნიჟარის დახვევის განსხვავებული მიმართულების მქონე ინდივიდების შეჯვარება შეუძლებელია, ამიტომ ნედის სიყვარულის პოვნის შანსი ფასდება როგორც 1:40 ათასზე.

ჟურნალმა New Zealand Geographic ქვეყნის მასშტაბით აქცია გამოაცხადა და მოქალაქეებს ბაღებსა და პარკებში შესაფერისი ლოკოკინის ძებნისკენ მოუწოდა. პოტენციური კანდიდატების ფოტოები კი სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გაიგზავნოს.