3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტმა დიდ ბრიტანეთში ქვეყანას 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შიდა ინვესტიცია მოუტანა. ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული თანხა, რომელიც უმსხვილეს კომერციულ საინვესტიციო პაკეტად ითვლება, რაც კი ოდესმე მიუღია დიდ ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტებისგან, გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მეფე ჩარლზ მესამის მიერ სამეფო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Reuters-ის ცნობით, 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან 100 მილიარდი კერძო საინვესტიციო კომპანია Blackstone-ზე მოდის, 3,9 მილიარდი კი - კომპანია Prologis-ზე, რომელიც მეცნიერები სფეროში მოღვაწეობს.
როგორც სააგენტო იუწყება, ვინაიდან ბრიტანული საზოგადოება ორად გაიყო იმის გამო, ღირს თუ არა ტრამპისთვის წითელი ხალიჩის დაგება, ბრიტანეთის მთავრობა პოტენციური ეკონომიკური სარგებლის რეკლამირებას ცდილობს.
პრემირ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობა, რომელმაც ბოლო დროს რამდენიმე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ამბობს, რომ ახალი ინვესტიციების წყალობით ქვეყანაში დამატებით 7 600 სამუშაო ადგილი შეიქმნება.