1746644378
Reuters: პაკისტანმა ინდოეთის მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდო

პაკისტანის სამხედროებმა ინდოეთის მიერ გაშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაკისტანელი სამხედროების წარმომადგენლის, აჰმედ შარიფ ჩაუდჰრის თქმით, ინდოეთმა პაკისტანისკენ ებრაული წარმოების „ჰაროპ“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. დრონები რამდენიმე ადგილისკენ იყო გაშვებული, მათ შორის ისეთ მსხვილი ქალაქებისკენ, როგორებიცაა კარაჩი და ლაჰორი.
„ინდოეთის უპილოტო საფრენი აპარატები პაკისტანის საჰაერო სივრცისკენ ფრენას განაგრძობენ. ინდოეთი დაუფარავი აგრესიის გამო დიდი ფასის გადახდას გააგრძელებს“, - ციტირებს სააგენტო აჰმედ შარიფ ჩაუდჰრის.
ინდური მხარე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარებს არ ავრცელებს.
6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.