შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
1759562688
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 7 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორამციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის დედაქალაქში კარნი და ტრამპი ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, მხარეები “ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო პაქტზეც“ იმსჯელებენ.
როგორც Reuters-ი იუწყება, კანადა აშშ-თან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, რომელთა მიზანს კანადურ საქონელზე დაწესებული ყველა ტარიფის მოხსნა წარმოადგენს. რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.