1759569555
საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა

საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ნორბერტ რევაი-ბერე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აფასებს. მისი განცხადებით, ხალხი დილიდან აქტიურობს.
„ვნახეთ საარჩევნო უბნის გახსნა. მე ძალიან გაოგნებული ვარ, რომ დილით ადრე ამდენი ხალხი მოვიდა ხმის მისაცემად. როგორც წესი, ჩემს გამოცდილებაში ამომრჩეველი ცოტა მოგვიანებით მოდის. მათი ნაადრევად მოსვლა მოწმობს, რომ ხალხის მხრიდან არის ხმის მიცემის დიდი ინტერესი, რაც დემოკრატიული პროცესია და მოხარული ვართ ამის ხილვით. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს უშუალოდ ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა“, - განაცხადა დამკვირვებელმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.