„სახლში ყველა ფანჯარამ დაიწყო ზანზარი...“ - ბოლო ცნობები ირანიდან
1772742455
ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, ხოლო ნედლი ნავთობის მარაგი ქვეყნის მოთხოვნას დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს, რაც მას მიწოდების შოკების მიმართ დაუცველს ხდის. სახელმწიფო ნავთობგადასამუშავებელმა კომპანიებმა, მათ შორის Indian Oil-მა, BPCL-მა, HPCL-მა და MRPL-მა, ტრეიდერებისგან დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს. მანამდე, ინდოეთმა შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის ფონზე, მაგრამ არსებულ პირობებში ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ბაზარზე ბრუნდებიან, რადგან ხელმისაწვდომობა ფასზე უფრო კრიტიკული ხდება.