Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ივნისში გაუსაძლისი სიცხეების გამო 1 029 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ხუთდღიანმა სიცხის ტალღამ, რომლის დროსაც ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, ივნისი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვედ აქცია.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს არის 2015 წლის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც სიცხეს უკავშირდება.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს AEMET-ის ცნობით, ივნისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 3.2 გრადუსით მაღალი იყო, რაც 1961 წლის შემდეგ მეორე ასეთი შემთხვევაა. ივნისი ყველაზე ცხელი თვე 2025 წელსაც იყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, სიცხის პიკის დროს, 23 ივნისს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73%, ანუ 35.7 მილიონი ადამიანი რისკის ზონაში აღმოჩნდა, მათგან 38% კი მაღალი რისკის ქვეშ იყო.

სააგენტოს განცხადებით, ზაფხულის პირველი სიცხის ტალღა განსაკუთრებით მძიმე იყო ქვეყნის ჩრდილოეთში, არა მხოლოდ ინტენსივობის, არამედ ხანგრძლივობისა და მდგრადობის გამო.