Reuters: ბანგლადეშის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა

პრემეირი ბოლპრემეირი ბოლ

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყანაში მასობრივი არეულობების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ ბანგლადეშის მთავრობის თავმჯდომარემ შესაძლოა ქვეყანაც დატოვოს და ფინეთში გაიქცეს.

ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.