შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
1768408114
აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანის მაღალჩინოსნის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თეირანმა მეზობელი ქვეყნები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მხრიდან დარტყმის შემთხვევაში, ის ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, შეერთებულ შტატებს, სიფრთხილის ზომების სახით, რეგიონის საკვანძო ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს.