„გალერია თბილისიდან“ ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება ამ წუთებში სავაჭრო ცენტრში
1775572856
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რონ ჯონსონმა - პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირემ - განაცხადა, რომ იგი მხარს არ უჭერს აშშ-ის მიერ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
„ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ის ჩემს მხარდაჭერას დაკარგავს, თუ სამოქალაქო ობიექტებს დაესხმება თავს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს ომის წარმოების კანონების ფარგლებში უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ჯონსონმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
„ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას მხოლოდ მუქარისთვის იყენებს. ჩვენ არ ვეომებით ირანელ ხალხს. ჩვენ მათ გათავისუფლებას ვცდილობთ“, - დასძინა მან.