1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აშშ-ს მოკავშირეებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შემთხვევაში სანქციებით დაემუქრა და აღნიშნა, რომ მათი ეკონომიკა განადგურებული იქნება, - იუწყება Newsweek.
ამგვარად, ის გამოეხმაურა ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
გრემი აფრთხილებს აშშ-ს მოკავშირეებს სანქციების შემოღებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაეხმარებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ნეთანიაჰუს დაკავებაში. სასამართლომ მათ ბრალი დასდო სამხედრო დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო ოპერაციების შედეგად ღაზას სექტორში 44 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა.
ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, შვეიცარია, ლიეტუვა, კანადა, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, იორდანია, ნორვეგია და შვედეთი, მზად არიან ითანამშრომლონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ამ საქმეში.
რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა დაგმო ICC -ის ეს გადაწყვეტილება.
„თუ თქვენ აპირებთ დაეხმაროთ ICC-ს, როგორც ერი, ბიბისა (ბენიამინ ნეთანიაჰუ) და ყოფილი თავდაცვის მინისტრის გალანტის დაკავების ორდერების გაცემაში, მე დაგასანქცირებთ, როგორც ერს. თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი ამერიკასა და საძაგელი ICC-ის შორის. მე ვმუშაობ სენატორ ტომ კოტონთან, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული კანონი სანქციების შესახებ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ეხმარება ნებისმიერი პოლიტიკოსის დაკავებაში ისრაელში“, - განაცხადა გრემმა.
სენატორმა ტომ კოტონმა განაცხადა, რომ ICC-ი ეს არის არასამართლიანი სასამართლო, მისი მთავარი პროკურორი კი არანორმალური ფანატიკოსია. მისი თქმით, ყველას, ვინც ამ უკანონო ორდერების შესრულებაში მიიღებს მონაწილეობას, სერიოზული პრობლემები შეექმნება.
ICC-ი აღიარებულია 124 წევრი-ქვეყნების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ ამ ქვეყნებში ჩაფრინდება, მას დააკავებენ.
თავად ნეთანიაჰუმ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ისრაელი აშიმშილებს ღაზის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ომის დროს ისრაელმა ღაზაში ასობით ათასი ტონა საკვები შეიტანა. მისივე თქმით, მოსახლეობის შიმშილში „ჰამასია“ დამნაშავე, რადგან ის ისრაელის მიერ მიწოდებულ დახმარებას იპარავს.