მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
რენე მაგრიტის სიურრეალისტური ნახატი რეკორდულ ფასად, $121 მილიონად გაიყიდა.
1954 წელს ეს ნახატი $95 მილიონად იყო შეფასებული, ხოლო მაგრიტის ნახატების რეკორდული ფასი აქამდე $79 მილიონი იყო.
მაგრიტის ნახატისთვის ბრძოლა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ კი ნახატი — სინათლის იმპერია (L'Empire des lumieres) 121,160,000 დოლარად შეიძინეს. ეს ფასი სიურრეალისტური ხელოვნების ნიმუშისთვის მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.
ნახატი, რომელზეც სახლია გამოსახული და ღამის სიბნელეს განათებული ლამპიონი აქარწყლებს, ბელგიელი მხატვრის ერთ-ერთი სერიიდანაა, რომელშიც მხატვარმა ჩრდილისა და სინათლის ურთიერთკავშირი ასახა.
აღნიშნული ნახატი აქამდე რუმინელ კოლექციონერს, მიკა ერტეგუნის კოლექციის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც აშშ-ში წლების წინ დასახლდა და ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად იქცა.