რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღაზის რეკონსტრუქცია ადვილი საქმე არ არის, ღვთის ნებით, ჩვენ, ყველანი ერთად გადავდგამთ ამ ნაბიჯს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელი უნდა აიძულონ სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით, შეასრულოს თავისი დაპირებები, ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზა ისლამური სამყაროსთვის გამოცდაა და, ღვთის ნებით, ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.

„ღაზის რეკონსტრუქცია ადვილი საქმე არ არის. ღვთის ნებით, ჩვენ, ყველანი ერთად გადავდგამთ ამ ნაბიჯს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, მან კატარსა და ომანთან Eurofighter-ის თვითმფრინავების შესყიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს მოიცავს, „დადებითად მიმდინარეობს“.