რაზეა მულტფილმი, რომლის სიმღერის ტექსტმაც ქართველი მაყურებელი გაანაწყენა

დისნეი

მსოფლიოში ცნობილი Walt Disney Animation Studios 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომაც, მათ მაყურებლისათვის მთავარი გზავნილის გადასაცემად შექმნეს ანიმაციური ფილმი, სახელად Wish (სურვილი). აღსანიშნავია, რომ ეს სტუდიის 62-ე ანიმაციური ნამუშევარია.

რეჟისორები კრის ბაკი და ფონ ვირასუნტორნი არიან. მთავარ როლებს არიანა დებოსი, კრის პაინი, ალან ტიუდიკი, ანჟელიკა კებრალი, ვიქტორ გარბერი, ნატაშა როტველი, ჯენიფერ კუმიამა, ჰარვი გილენი, ევან პიტერსი, რემი იუსეფი და ჯონ რუდნიცკი ახმოვანებენ.

სიუჟეტი 17 წლის გოგონას, აშას ირგვლივ ვითარდება, რომელიც ვარსკვლავებს სურვილის ასრულებას მთელი გულით სთხოვს. 

ფილმის შექმნა 2018 წელს დაიწყო, მაგრამ 2022 წლის იანვრამდე ამის შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა. ის Disney-ს მთავარი იდეით - ოცნებების ასრულებითა და სიკეთის გამარჯვებითაა შთაგონებული. ფილმის სიმღერების ავტორები ჯულია მაიკლსი და ბენჯამინ რაისი არიან.

ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წლის 22 ნოემბერს გაიმართა. მან, ამ ეტაპისთვის, 105,5 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. თუმცა, კრიტიკოსებისაგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო.

ფილმის შემქმნელები ამბობენ, რომ Wish აქამდე არსებულ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს აერთიანებს.

„This Wish" - სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი სიმღერაა, რომელსაც სილამაზისა და სიძლიერის ჰიმნი უწოდეს. მას არიანა დებოსი ასრულებს... ვრცლად.

ასევე ნახეთ:

პირადი ცხოვრება, კარიერა, ფინანსები - 2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გაფრთხილება მძღოლებს! თოვის და ქარბუქის გამო, მოძრაობა აიკრძალა