რატომ არიან ასე ჩახუტებულნი ფილმში „შეშლილთა კუნძული“ – ფაქტი, რომელიც ბევრმა არ იცის

ფილმი

თუ ოდესმე კინოსურათის ყურებისას რომელიმე სცენა ნაცნობი ნახატის გაცოცხლებული ვერსიისთვის მიგიმსგავსებიათ, გეტყვით, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არაა.

ხელოვნების შედევრები, განსაკუთრებით კი ფერწერული ტილოები, კინორეჟისორებს ხშირად შთააგონებდათ. ისინი თავიანთ ფილმებში მხატვრების ცნობილ სტილს, ხედვას, ფერებსა და ხშირად მთლიან ნამუშევრებსაც კი იყენებდნენ.

რთულიც კია პირდაპირი კავშირი არ დავინახოთ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს – გუსტავ კლიმტის „კოცნას” და მარტინ სკორსეზეს „შეშლილთა კუნძულს“ შორის. სცენა, რომელშიც ტედი თავის მეუღლეს, დოლორესს ეხუტება, მხატვრის ჩანაფიქრის ზუსტი ეკრანიზაციაა. ზოგადი ფონი, ემოცია, პერსონაჟთა ჩაცმულობა და სევდიანი განწყობა მაყურებელში ცნობილი ნახატის ასოციაციას იწვევს.