რას ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო გეგმა ირანში და როგორი თანმიმდევრობა ექნება მას

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

აშშ-ის სამხედრო გეგმა, ესკალაციური დარტყმების სერიას ითვალისწინებს, ზიანის შესაფასებლად გამოყოფილი შესვენებებით, - წერს CNN-ი წყაროზე დაყრდნობით.

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, აშშ-მ დაგეგმა ესკალაციური დარტყმების სერია შუალედური ეტაპებით.

მისი განმარტებით, თითოეული რაუნდი გაგრძელდება ერთიდან ორ დღემდე, შესვენებებით, ძალების აღსადგენად და საბრძოლო მოქმედებების დროს მიყენებული ზიანის შესაფასებლად.