ახალშობილს, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალშობილი

სოციალურ ქსელში ოჯახი და ახლობლები ახალშობილის სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავენ. 

„ახალშობილ ბავშვს დაუდგინდა თავის ტვინის იშემური ინსულტი (პერინატალური პერიოდის გართულება). ჩატარებული MRI კვლევით გამოვლინდა იშემიური დაზიანების კერები. ბავშვი ამჟამად მკურნალობს იაშვილის კლინიკაში და საჭიროებს დამატებით სასწრაფო კვლევებსა და ანალიზებს, რომლებიც სრულად არ ფინანსდება. დაგეგმილია აუცილებელი კვლევების ჩატარება ორშაბათს, რათა ოთხშაბათს მოხდეს მასალების გადაგზავნა და გაგრძელდეს მკურნალობის შემდგომი ეტაპი. პროცესი დროში ძალიან შეზღუდულია და საჭიროა სწრაფი რეაგირება. ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას, რათა შესაძლებელი გახდეს აუცილებელი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროული ჩატარება. ნებისმიერი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. დახმარების მსურველებისთვის: მიმღები: ლელა გულიშვილი პირადი ნომერი: 31001040192 ანგარიში: GE67BG0000000140801700 მიმღები: თეა გულიშვილი (თიბისი ბანკი) ანგარიში: 24001003825 IBAN: GE87TB7381045164300004“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.