რა ვიცით ირანის ატომური ობიექტების შესახებ, რომელიც აშშ-მ დღეს დილით დაბომბა

ატომური ობიექტები

აშშ-ის ძალებმა დაარტყეს ირანის სამ ბირთვულ და სამხედრო ობიექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას ისრაელსა და ირანს შორის ომში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-მ „ძალიან წარმატებულად“ დაბომბა ნატანზის, ფორდოსა და ისფაჰანის ობიექტები.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი მასშტაბური შეტევა, რომელიც 13 ივნისს დაიწყო, მიმართულია ირანის უმაღლესი სამხედრო ლიდერების, ბირთვული მეცნიერების, ურანის გამდიდრების ობიექტებისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ — რათა აღკვეთოს ირანის გაცხადებული მიზანი: ებრაული სახელმწიფოს განადგურება. 

ირანმა საპასუხოდ გაუშვა 470-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1 000 დრონი ისრაელის მიმართულებით.
ნატანზის ბირთვული ობიექტი
მდებარეობს თეირანიდან დაახლოებით 220 კმ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ირანის მთავარი ურანის გამდიდრების ობიექტია.
აქ ურანი მდიდრდებოდა 60%-მდე სისუფთავით — რაც ერთ ნაბიჯშია იარაღისთვის საჭირო 90%-იანი დონიდან.

ობიექტის ნაწილი მიწისქვეშაა განლაგებული.
IAEA აცხადებს, რომ დაბინძურება მხოლოდ ადგილზე დაფიქსირდა, მიმდებარე ზონა არ არის რადიოაქტიური.
 
ფორდოს გამდიდრების ობიექტი
მდებარეობს თეირანიდან 100 კმ-ის მოშორებით, მთის ქვეშ.
მისი  მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 2009 წელს აცნობა ირანმა IAEA-ს მისი არსებობის შესახებ.
დაცულია ანტისაჰაერო სისტემებით და განლაგებულია ღრმა ქვის ქანებში.
შესაძლებელია მხოლოდ „ბანკერ ბასტერის“ ტიპის ბომბებით დაბომბვა.
 

ისფაჰანის ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრიმდებარეობს თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 350 კმ-ში.დასაქმებულია ათასობით ბირთვული მეცნიერი.მოიცავს სამი ჩინური კვლევით რეაქტორსა და ურანის კონვერსიის ობიექტს.ისრაელმა დაარტყა ამ ობიექტის რამდენიმე შენობას, თუმცა IAEA აცხადებს, რომ რადიაციული დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.