რა ვითარებაა ახლა ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესულ მიგრანტებთან დაკავშირებით - ბოლო ცნობები

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ადამიანების უმეტესობა, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ, ახლა უკვე მაროკოშია დაბრუნებული“, - განაცხადა ანონიმურობის პირობით საუბრის უფლების მქონე ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ვითარება „ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება“.

ამავე წყაროს შეფასებით, მიგრანტების მასობრივი ნაკადი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ესპანეთის სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ქვეყნის მიერ მიგრანტების დაუყოვნებლივი დაბრუნების პროცედურის გამოყენება შეზღუდა.

ევროკომისიის განცხადებით, სეუტაში შესულ მიგრანტებს ევროპის კონტინენტის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართულებით გადაადგილება არ დაუწყიათ.