ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
სანამ ახალი სამეფო ბიოგრაფია „მეფე ჩარლზ III-ის ცხოვრება“ გამოიცემა, მეფის უცნაურობებზე მოგიყვებით.
მეფე ჩარლზის პირადი ბიოგრაფის კრისტოფერ ანდერსენის მტკიცებით, მეფე ჩარლზი ბავშვობიდან მიჯაჭვულია თავის სათამაშოზე, ფუმფულა დათუნიაზე, რომელიც მას ყველა ვიზიტისას თან დააქვს. ანდერსენი ამბობს, რომ ეს სათამაშო ჯერ კიდევ პატარა ჩარლზს იმდენად უყვარდა, რომ მასთან შეხების უფლება მხოლოდ ძიძას ჰქონდა, სათამაშო რამდენჯერმე დაზიანდა და შეაკეთეს.
ამავე წიგნში ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ მეფესა და სამეფო ოჯახზე. მაგალითად ცნობილია, რომ მეფეს მუდამ თან დაჰყვება პირადი შეფ მზარეული, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მეფეს თავის საყვარელ კერძებს უმზადებს.