რა უნდა იცოდეთ, თუ თვითმფრინავში ფანჯარასთან ჯდომას აირჩევთ - საფრთხე, რომელზეც შეიძლება არც კი გიფიქრიათ

ხრიკები

ბევრი მგზავრი თვითმფრინავში ფანჯარასთან ჯდომას ამჯობინებს, თუმცა ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ბევრისთვის სასურველი ადგილი.

ფაქტია, რომ მაღალ სიმაღლეზე მზე გაცილებით კაშკაშაა და შესაბამისად, მგზავრები, თვითმფრინავში ყოფნის დროსაც კი, უფრო ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ არიან, განსაკუთრებით თუ ისინი ფანჯარასთან სხედან. არაერთი სამეცნიერო სტატიისა და დერმატოლოგების მოსაზრებებზე დაყრდნობით, წერს Daily Express-ი.

თუმცა, ფილადელფიის თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დერმატოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ელიზაბეტ ჯონსმა, მგზავრები გარკვეულწილად დაამშვიდა და აღნიშნა, რომ არარეგულარული რეისების მგზავრებისთვის „რეალური რისკი მცირეა“.