„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა Puff Diddy-ს ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ არ ეშინია და იგი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს/
„მას არ ეშინია, არ ეშინია თავისი ბრალდებების. მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც მისი სახელი კვლავ იქნება სუფთა და ჩვენ მის გვერდით ვიქნებით. ის იბრძოლებს ბოლომდე“, - თქვა ადვოკატმა.