5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1744053374
მკვლევრების გუნდმა ცოტა ხნის წინ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა (ADHD) და ასაკთან დაკავშირებული დემენციის მქონე ადამიანებში უცნაური მსგავსება აღმოაჩინა.
კონკრეტულად, მათ ტვინში რკინის განაწილება ერთნაირი იყო. დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინში ასაკის მატებასთან ერთად რკინა უწყვეტად აკუმულირდება.
ტვინის ამ რეგიონებში რკინის დიდი რაოდენობით მოხვედრისას კოგნიტიური ფუნქციონირება ფერხდება. რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების (პარკინსონი, ალცჰაიმერი) მქონე ადამიანების ტვინში რკინის მაღალი დონე აღინიშნება. ეს ამ ელემენტის მაგნიტური თვისებების გამო მაგნიტურ-რეზონანსული სკანერებით მარტივად შეინიშნება.
მკვლევართა გუნდმა სწორედ ეს ტექნიკა გამოიყენა, რათა 32 ზრდასრული ადამიანის ტვინში რკინის განაწილება შეესწავლა. მათ ADHD ჰქონდათ.
ADHD-ის მქონე მონაწილეთაგან 19 წამლებს სამკურნალოდ რეგულარულად იღებდა. ზოგი მეცნიერი ეჭვობს, რომ ფსიქოსტიმულატორი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, შესაძლოა, ADHD-ისა და დემენციის კავშირის მიზეზი იყოს. ცნობილია, რომ ნარკოტიკები, როგორიცაა MDMA და კოკაინი, ტვინში რკინის დონეს ზრდის. სხვა კვლევებში გამოიკვეთა, რომ ADHD-ის წამლები შეიძლება, ტვინში რკინის დონეს არეგულირებდეს. სამწუხაროდ, ეს კონკრეტული კვლევა არაა საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გაკეთდეს - არის თუ არა ADHD-ის სამკურნალო წამლები ამ კავშირის გამომწვევი.
მეცნიერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს აღმოჩენები ADHD-ის მქონე ადამიანებისთვის დემენციის რისკის შემცირებას ხელს შეუწყობს.
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების წესსა და ტვინში რკინის დონეებს შორის კავშირი ვიცით",- ამბობს მკვლევარი.