ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საზოგადოებას „სრული აქტივობის“ რეჟიმში გადასვლის უფლება მისცეს, თუმცა ღაზასთან მდებარე დასახლებებში 2 000 ადამიანამდე შეკრება კვლავ შეზღუდული იქნება.
ამასთან, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან.
„გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.