VIDEO: ვინ არის ქალი, რომლის ხმასაც მეტროში ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ისმენს
1699122253
Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ფილმიდან "ქორწინების ისტორია" სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის ჩხუბის სცენა ერთ-ერთია იმ რამდენიმე აუდიო ჩანაწერთაგან, რომლებსაც შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხმამაღალი დინამიკებით დასავლეთ სანაპიროს ფერმებში გადასცემს მგლების შესაშინებლად, რომლებიც ადგილობრივ ფერმებში პირუტყვს ჭამენ.
ეს პრაქტიკა ცნობილია როგორც "მგლების დაფრთხობა" (Wolf Hazing) და მას დახოცვის ნაცვლად იყენებენ, რადგან რუხი მგლები ფედერალური მთავრობის მიერ გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაშია შეტანილი.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორეგონის ოლქის ხელმძღვანელმა პოლ ვულფმა Wall Street Journal-თან თქვა, რომ დრაივერსა და იოჰანსონს შორის ჩხუბის სცენის გამოყენების იდეა ნაწილობრივ იმან განსაზღვრა, რომ აჩვენონ მგლებს - ადამიანების უნდა ეშინოდეთ.
„ჩემი მიზანია, მგლებს რეაქცია ჰქონეთ და იცოდნენ, რომ ადამიანები საშიშები არიან" — თქვა ვულფმა.
WSJ-ის ანგარიშის მიხედვით, რუხი მგლები „ამერიკის დასავლეთით ატერორებდნენ პირუტყვებს", აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კი ცდილობდა დრონებით, პიროტექნიკით, სროლითა და პოპ-კულტურის შერჩეული ნიმუშებით გამაფრთხილებელი ხმები გაეშვა და ასე დაეცვა საქონელი. გამოცემის ცნობით, მათ ასევე გამოიყენეს AC/DC-ის "Thunderstruck" და Five Finger Death Punch-ის "Blue on Black", რათა დაეფრთხოთ მგლები, რომლებსაც თავიანთი პოზიციებიდან ხედავდნენ.
„სამხრეთ ორეგონში, კლამათის აუზში დრონები მას შემდეგ განლაგდა, რაც იქ 20 დღის განმავლობაში მგლებმა 11 ძროხა მოკლეს" - წერს WSJ. "შემდეგი 85 დღის განმავლობაში, როდესაც დრონები პატრულირებდნენ, მხოლოდ ორი ძროხა დაიღუპა".
საბედნიეროდ, დრაივერისა და იოჰანსონის ოსკარზე ნომინირებული შესრულება ძაღლისებრთა ცხოველებისთვისაც ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც ადამიანებისთვის.
„ქორწინების ამბის" პრემიერა კინოთეატრებში 2019 წელს შედგა. მთავარ როლებში დრაივერი, იოჰანსონი და ლორა დერნი არიან, ფილმი კი მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც მძიმედ გადის განქორწინების პროცესს.
პიტერ ბრედშოუმ ფილმს უმაღლესი შეფასება მისცა და განსაკუთრებით გამოჰყო "ფილმის მთავარი, სიმძაფრით სავსე ჩხუბი" როგორც ღირსშესანიშნავი ნაწილი. „ეს სცენა თეატრალურობის განცდას აჩენს" — დაწერა მან — "თუმცა საოცრად მკაფიო და გონივრული ფორმით".