გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1776505962
მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მეცნიერების თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ კიბოს შემთხვევების მაჩვენებელი 68%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ კაცებში და 85%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ ქალებში.
რეალურად, სტატისტიკის უკან გაცილებით უფრო საინტერესო ისტორია იმალება. კიბოს დაავადება ოჯახურ სტატუსს არ უყურებს, თუმცა ამ დაავადების მრავალი რისკფაქტორი - მათ შორის მოწევა, სტრესი და შვილების ყოლა-არ ყოლა - ასევე დაკავშირებულია ქორწინებასთან.
კაცებში ყველაზე დიდი განსხვავება შესამჩნევი იყო ანუსის კიბოს სტატისტიკაში (დაახლოებით ხუთჯერ მეტი სიხშირე დაუქორწინებელ კაცებში, ვიდრე დაქორწინებულებში) და საშვილოსნოს ყელის კიბოს მხრივ ქალებში (თითქმის სამჯერ მეტი მაჩვენებელი დაუქორწინებელ ქალებში, ვიდრე დაქორწინებულ ქალებში).
ეს ორი დაავადება მჭიდრო კავშირშია სქესობრივი გზით გადამდებ პაპილომავირუსთან (HPV). მაგალითად, მკერდისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში, განსხვავებები არც თუ ისე დიდი იყო.
„ეს არის ნათელი და ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება", - თქვა პენედრომ.
რა თქმა უნდა, ქორწინებასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარეები. მაგალითად, დემენციის უფრო მაღალი რისკი. შესაბამისად, ოჯახური მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობას ცალსახად ერთ ან მეორე მხარეს არ განსაზღვრავს, მაგრამ არის საინტერესო ფაქტორები, რომლების შესწავლასაც მეცნიერები ცდილობენ.