ქმრის ნათესავებმა ქალი გააუპატიურეს, როდესაც მამაკაცი საავადმყოფოში იწვა - ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს (უცხოეთი)

ქალი

ინდოეთში, მამაკაცის ნათესავებმა სექსუალური ძალადობა განახორციელეს მის ცოლზე, სანამ ის საავადმყოფოში იწვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ინდოეთის ქალაქ გვალიორში ქმრის ნათესავებმა ქალი გააუპატიურეს, როდესაც მისი ქმარი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა საავადმყოფოში. მსხვერპლი აცხადებს, რომ ქმრის ორი ძმა რამდენიმე თვე - იანვრიდან მაისამდე პერიოდში არაერთხელ აიძულებდნენ სექსს, იმ მოტივით, რომ ეს „ქმრის განკურნებაში დაეხმარებოდა“. თუ ის არ დაემორჩილებოდა ძმებს, ისინი ემუქრებოდნენ, რომ მათ ბავშვს მიაყენებდნენ ზიანს.

როდესაც მსხვერპლმა ინციდენტის შესახებ ქმარს შეატყობინა, მან არ დაიჯერა და სცემა. ამის შემდეგ ქალი იძულებული გახდა მშობლების სახლში დაბრუნებულიყო.. საკითხის გადასაჭრელად ოჯახური კრება მოიწვიეს, მაგრამ ქმრის ნათესავებიდან კრებაზე არცერთი არ მივიდა. ბოლოს ქალი ოჯახთან ერთად პოლიციაში წავიდა.

პოლიციამ ჯგუფური გაუპატიურებისა და დაშინებაზე საქმე აღძრა. პოლიციის თქმით, მსხვერპლი მხარდაჭერას იღებს და გამოძიება გაგრძელდება. ეჭვმიტანილები დააკავეს.