1746733863
ქალმა ყოფილ ქმარზე შურის საძიებლად 2 შვილი მოკლა - მას 68 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (უცხოეთი)

ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა ქალმა ყოფილ ქმარზე შურის საძიებლად 2 შვილი მოკლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ვერონიკა იანგბლადს ბრალად 5 წლის ბრუკლინისა და 15 წლის შერონის მკვლელობა ედება. უცხოური მედიის ცნობით, 15 წლის კასტრომ 911-ში დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ დედამ ესროლა.
ვერონიკას თქმით, ამ ნაბიჯით ყოფილ ქმარზე შურისძიება უნდოდა, რადგან მომავალ კვირას ის ბრუკლინთან ერთად მისურის შტატში აპირებდა წასვლას.
პოლიციის ცნობით, მკვლელობამდე ვერონიკამ ბავშვებს მელატონინით გაჟღენთილი საღეჭი რეზინა დააღეჭინა, რათა მათ ღრმად ჩასძინებოდათ.
ვერონიკას 68 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე ნახეთ:
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა
VIDEO: „გულო, დაკავებულო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
რას წერს გიორგი კეკელიძე ფოტოზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა