1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ალაბამელმა 32 წლის კელსი ჰათჩერმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, შვილები 2 დღეში, 20-საათიანი ინტერვალით გააჩინა. ორი საშვილოსნოს ქონა უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევაა. ჰათჩერმა ბირმინგემში ალაბამის უნივერსიტეტის საავადმყოფოში იმშობიარა. ქალმა პირველი შვილი ვაგინალური მშობიარობის გზით, ხოლო მეორე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა.
კელსი ჰათჩერმა მისი შვილების დაბადების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა. ორ სხვადასხვა დღეს დაბადებული გოგომები ბიზიგოტური ტყუპები არიან. კელსი ჰათჩერს აქამდე სამი წარმატებული მშობიარობის ისტორია აქვს.
კელსი ჰათჩერის თქმით, მას 17 წლის ასაკში უთხრეს, რომ ორი საშვილოსნო ჰქონდა, რაც ქალების 0,3%-ში ხდება, ორივე საშვილოსნოთი დაორსულება კი კიდევ უფრო იშვიათია. მსგავსი შემთხვევა 2019 წელს ბანგლადეშში დაფიქსირდა, როდესაც ქალმა ერთთვიანი ინტერვალით გააჩინა შვილები.
ასევე ნახეთ:
„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები
როგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის