15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ბერძენმა ქალმა გადაწყვიტა განქორწინება მამაკაცთან, რომელთანაც 12 წელი იყო დაქორწინებული, მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ უთხრა, რომ მას რომანი ჰქონდა სხვა ქალთან. ChatGPT-მ ეს ინფორმაცია ყავის ფინჯანში ნალექის „წაკითხვით“ ამოიკითხა.
ბერძენმა მამაკაცმა ბერძნული ტელევიზიის დილის შოუში განაცხადა, რომ უჩიოდა ChatGPT-ს, რომელმაც მისი ქორწინება დაანგრია. ქალმა ორივესთვის ყავა მოამზადა და შემდეგ ჭიქებში არსებული ნალექის ფოტოები ატვირთა ChatGPT-სთვის, რომ „წაეკითხა“. ჩატბოტი აცხადებდა, რომ ქმარს სხვა ქალთან რომანი ჰქონდა, რამაც მისი ცოლი იმდენად გააცოფა, რომ განქორწინება მოითხოვა.
ChatGPT-ის ცნობით, მამაკაცი ფიქრობდა იდუმალ ქალზე, რომლის სახელიც „E“-თი იწყებოდა და რომელთანაც ურთიერთობის დაწყებას გეგმავდა.
ქმარს განქორწინების საბუთები სულ რაღაც სამი დღის შემდეგ გადასცეს. მამაკაცის ადვოკატი ამბობს, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან ჩატბოტის მიერ წარდგენილ პრეტენზიებს იურიდიული ძალა არ აქვს და მისი კლიენტი უდანაშაულოა მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება.