ქალი პარტნიორს დაშორდა, რადგან აღმოაჩინა, რომ მასთან კომუნიკაციისთვის ChatGPT-ს იყენებდა

chatgpt

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი პარტნიორი ChatGPT-ს იყენებდა მასთან კომუნიკაციისთვის და გადაწყვიტა მასთან დაშორება, რადგან ეს ღალატად მიიჩნია.

„გამოვიდა, რომ „მისტერ იდეალური“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ChatGPT-ს იყენებდა... ორი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და მივხვდი, რომ ChatGPT-ს შეტყობინებებისთვის იყენებდა. როდესაც ეს საკითხი წამოვწიე, მომატყუა, თავი აარიდა პასუხს. ასე რომ, ყველაფერი დავასრულე“, - აღნიშნა გოგონამ.

მათ ერთმანეთი გაცნობის აპლიკაციაში გაიცნეს.

ქალმა დაამატა, რომ პოეზია მათი საერთო „სიყვარულის ენა“ იყო და ის თითქმის ყოველდღე უგზავნიდა მას ლექსებს. მან აღიარა, რომ ChatGPT-ს იყენებდა, თუმცა თქვა, რომ ის მხოლოდ საძიებო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც გოგონამ თქვა, თავიდანვე შენიშნა ახალი შეყვარებულის შეტყობინებებში „ზედმეტად დახვეწილი ტონი“.

„მან ლამაზად დაწერილი ლექსები გამომიგზავნა, მაგრამ ვერც იმახსოვრებდა და ვერც იმპროვიზაციას აკეთებდა. პირველ პაემანამდე ხუმრობით ავხსენი ეს ამბავი. გაიცინა და უარყო, თქვა, რომ უბრალოდ ასე წერდა. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი მიმოწერის სტილში აშკარა განსხვავებები შევნიშნე“, - აღნიშნა გოგონამ.