პუტინთან კარგი საუბარი მქონდა, ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთზე, მას სურს დახმარება, მე ვუთხარი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით უფრო დაგვეხმარებოდა - ტრამპი

დონალდ ტრამპი

 პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან და მისი მხრიდან ბევრი ადამიანი იყო ხაზზე. ვისაუბრეთ უკრაინაზე, რომელიც უბრალოდ დაუსრულებელი ბრძოლაა. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია. როგორც ჩანს, ისინი ვერ ახერხებენ შეთანხმებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოზიტიური საუბარი ამ საკითხზე. ცხადია, ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთზე. მას სურს დახმარება. მე ვუთხარი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით უფრო დაგვეხმარებოდა. ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.