დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, ვინაიდან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას იტალიაში არჩევნების წინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
„პუტინს რუსმა ხალხმა, პოლიტიკურმა პარტიამ და მინისტრებმა უბიძგეს სპეცოპერაციისკენ“. - ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, ვინაიდან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა.
მისივე თქმით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა კიევის ერთ კვირაში აღება და ვოლოდიმირ ზელენსკის „ღირსეული ხალხის მთავრობით“ ჩანაცვლება იყო.
„არც კი მესმოდა, რატომ გავრცელდნენ რუსული ჯარები უკრაინის გარშემო მაშინ, როდესაც ჩემი აზრით ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ“. - ამბობს ბერლუსკონი.
ბერლუსკონის ამ განცხადებას იტალიაში არჩევნების წინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.