„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, უკრაინულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე დილის 10:00 საათიდან დაელოდებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხვალ დილიდან, ზუსტად დილის 10:00 საათიდან, ჩვენ დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც უნდა ჩამოვიდეს შეხვედრაზე. ჩვენ მზად ვართ სამუშაოდ“, – განაცხადა მედინსკიმ.
შეგახსენებთ, სტამბოლში რუსეთის დელეგაციას მედინსკი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ დასახელებულ დელეგაციას ბუტაფორიული უწოდა. ხოლო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზელენსკის საცოდავი ადამიანი უწოდა, რადგან პუტინის სტამბოლში ჩასვლა მოითხოვა.