პუტინის ახალი განცხადება - რას გეგმავს ოკუპანტი ლიდერი

პუტინი

"რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებურად უპასუხოს", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ მათთვის ადრე არავითარი საფრთხე არ იყო, ახლა იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია, ამის შესახებ NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურების განცხადებაშია აღნიშნული.