ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების წლისთავთან დაკავშირებით, კიევმა ახალი საფოსტო მარკა გამოუშვა. მასზე გამოსახული მამაკაცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჰგავს, რომელიც ტატამზე ეცემა, წერს რუსული BBC.
საფოსტო მარკაზეა ცნობილი ბრიტანელი გრაფიტი მხატვრის ბენქსის ნამუშევრები.
ორიგინალური ნამუშევარი არის რუსული დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლის კედელზე ქალაქ ბოროდიანკაში, კიევიდან არც თუ ისე შორს.
მარკის ქვედა მარცხენა კუთხეში არის უხამსი გამონათქვამი, რომელიც შემცირებულია ექვს ასომდე, მიმართული რუსეთის ლიდერისადმი.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი ძიუდოში შავი ქამრის მფლობელი და ამ სპორტის დიდი ხნის მოყვარულია. ბენქსის ნამუშევარი მრავალი უკრაინელის მიერ განიხილება, როგორც მეტაფორა უკრაინის აქტიური ბრძოლისა რუსული ჯარების წინააღმდეგ. პარასკევს, როდესაც მარკა გაყიდვაში გამოვიდა, კიევის მთავარ ფოსტაში მსურველთა რიგი გაჩნდა.
„ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მსოფლიოსთვის უკრაინის უკეთ გასაგონად, რათა ჩვენ დავრჩეთ ყურადღების ცენტრში”, - განაცხადა მარკის ერთ-ერთმა მყიდველმა.