1759781795
პუტინი ევროკავშირის დაშლას ცდილობს და ევროპაში მოკავშირეები ჰყავს, რომლებიც ამაში ეხმარებიან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირის დაშლას ცდილობს და ევროპაში მოკავშირეები ჰყავს, რომლებიც ამაში ეხმარებიან. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმის განხილვისას განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი თავისი „მორჩილი მოკავშირეების“ მეშვეობით ცდილობს ევროკავშირის დაშლას.
„მის სიტყვებს ყურადღებით უნდა ვუსმინოთ. მან კვლავ ევროპას დასდო ბრალი უკრაინაში თავის აგრესიულ ომში. პუტინი არ მალავს თავის ზიზღს ჩვენი კავშირისა და მისი საფუძვლების მიმართ. არ მალავს სიხარულს იმის გამო, რომ მისი მორჩილი მოკავშირეები ევროპაში ამ საქმეში ეხმარებიან“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.