ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. ამის შესახებ პუტინმა პეკინში ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.
„ძვირფასო მეგობარო“ – ასე მიმართა ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას და მადლობა გადაუხადა რუსეთის დელეგაციის თბილი დახვედრისთვის.
„ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა ასახავს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სტრატეგიულ ხასიათს, რომლებიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. ეს სრულად გამოჩნდა რუსეთში მაისში თქვენი ვიზიტის დროს“, – თქვა პუტინმა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა საერთაშორისო ცვლილებების გამოცდას გაუძლო და აღნიშნა, რომ პეკინს სურს მოსკოვთან ერთად მუშაობა, რათა ხელი შეუწყონ უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე სამმხრივი შეხვედრა გამართა მონღოლეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.
ჩინეთში ხვალ სამხედრო აღლუმი გაიმართება, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ეძღვნება. სამხედრო აღლუმს მსოფლიოს 20-ზე მეტი ლიდერი დაესწრება, მათ შორის ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.