პუტინი არ იტყუება, ჩვენ ახლოს ვართ კატასტროფასთან - ალექსანდრ ვუჩიჩი

ალექსანდრ ვუჩიჩი

პუტინი არ იტყუება, ჩვენ ახლოს ვართ კატასტროფასთან, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„მე კარგად ვიცნობ პუტინს. შეიძლება, ის ჩემზე გაბრაზებულიც იყოს, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეუძლია, ისროლოს, რაც თავში აზრად მოუვა და უპასუხოდ დარჩება, მაშინ ის ან არ იცნობს პუტინს, ან გიჟია“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კატასტროფისკენ მიდის.

„მე ვიცი. მოუსმინეთ, რას გეუბნებათ პუტინი. არავინ იტყუება. სამწუხაროდ, კატასტროფისკენ მივდივართ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სერბეთს არ სურს სიკვდილის ნახვა და სურს ზავი.

„მიუხედავად იმისა, რასაც კიევი და მოსკოვი ამბობენ, მე მჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი კარგი იდეაა. ასე რომ, ყველა დამესხას თავს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.