არსებობს ცუნამის საშიშროება... - ფილიპინებში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1701532923
პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰელსინკში ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს პრიგოჟინის შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“.
„მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ… დეტალურად შევისწავლიდი თუ რას მთავაზობენ სადილზე”, - განაცხადა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: ვინ არის და რა ქონებას ფლობს „პუტინის მზარეული“ - მან ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა