პორტუგალიური მედია: პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება 100% აღდგენილია

ელექტროენერგია

პორტუგალიაში მასშტაბური გათიშვის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 100% აღდგენილია. ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

როგორც პორტუგალიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ანტონიუ ლეიტან ამარომ განაცხადა, ამ დროისთვის ყველა მომსახურება, მათ შორის ელექტრომომარაგება აღდგენილია.

მისი თქმით, ქვეყანა უკვე ჩართულია ქსელში ჩვეულებრივი რეჟიმში, ანუ 6,4 მილიონი ადამიანს შუქი აქვს. გამონაკლისს წარმოადგენს მოსახლეობის მცირე რაოდენობა, რომელსაც დენი არა მასშტაბური გათიშვის, არამედ სხვა მიზეზების გამო არ მიეწოდება.

პორტუგალიის მთავრობაში, აგრეთვე განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არცერთი ფაქტი არ იყო გამოვლენილი.

ცნობისთვის, გუშინ ესპანეთში, პორტუგალიასა საფრანგეთის ნაწილში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს.