თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კაროლ ნავროცკი, რომელსაც პარტიის, „კანონი და სამართლიანობა“ მხარდაჭერა აქვს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, ტრამპის ძლიერი მხარდამჭერია.
თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ნავროცკის შეხვედრის სურათები, რომლებზეც ხელის ჩამოერთმევის კადრებია ასახული
„პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, შენ გაიმარჯვებ“, – განუცხადა ნავროცკიმ პოლონურ მედიას.
გამოკითხვის მიხედვით, კაროლ ნავროცკი მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ, თუ პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, მეორე ტურში ნავროცკი მმართველი კოალიციის კანდიდატს, რაფალ ტშასკოვსკის დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართება.