„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება. ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ.
შეზღუდვა ვრცელდება არა მხოლოდ გაკვეთილების მიმდინარეობისას, არამედ შესვენებებსა და კლასგარეშე აქტივობების დროსაც. იგივე აკრძალვა ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც.