წყალი 18 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, სამგორი რაიონში, სოფ.ნასაგურის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ ნასაგურს და წინუბანს.