პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ოთხი წლისთავზე კიევში ჩასვლას არ აპირებს

პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ამის პოლონური მედია ავრცელებს.

კაროლ ნავროცკის თქმით, უკრაინის საკითხი და რუსეთის თავდასხმები უსაფრთხოების თვალსაზრისით, პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია.

„პრეზიდენტ ზელენსკის სხვა ფორმატში შევხვდები. ვფიქრობ, მომავალ შაბათ-კვირას“, – აღნიშნა ნავროცკიმ.

ამავდროულად, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე.

„რაც შეეხება წლისთავს, კიევში ან უკრაინაში წასვლას არ ვგეგმავ“, – აღნიშნა ნავროცკიმ.