პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

გაზი

პოლონეთის მთავრობამ შეწყვიტა 30-წლიანი შეთანხმება რუსეთთან გაზის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, განაცხადა მინისტრმა ანა მოსკვამ.

„პოლონეთი გმობს 1993 წლის მთავრობათაშორისი გაზის შეთანხმებას იამალის [მილსადენზე]“, - დაწერა მოსკვამ ტვიტერზე.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების სისწორე რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ არის სანდო პარტნიორი“, - დასძინა მან.

შეთანხმება მოიცავდა გაზის მიწოდებას იამალის მილსადენით და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტთან.

ცნობისთვის, ლიტვამ მთლიანად შეაჩერა რუსული ენერგომომარაგების იმპორტი , მათ შორის ნავთობი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეაჩერა ბუნებრივი გაზის ექსპორტი ფინეთში.