„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს
1787589957
პოლონეთი და უკრაინა აღარასდროს გახდებიან რუსეთის კოლონიები, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა დაპყრობას და ასიმილაციას, როგორც მეზობელი ხალხების დამონების ინსტრუმენტს, ამიტომ დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შიში არ შეიძლება შეფასდეს, როგორც „რუსოფობია“.
„რუსეთის შიში არ არის ირაციონალური, რადგან რუსეთი რეალურ საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და 500 წლის განმავლობაში ერთ მეზობელს მეორეს მიყოლებით იმორჩილებს“, – განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.
სიკორსკიმ ასევე გააკრიტიკა მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ხალხების ისტორიული და ეროვნული იდენტობის მიმართ. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ სახელწოდება „რუსეთის“ გამოყენება „მოსკოვის სამეფოს“ ნაცვლად დაკავშირებული იყო უკრაინის დაპყრობასთან და კიევის რუსეთის მემკვიდრეობის მითვისებასთან.
მისივე თქმით, რუსეთმა საბოლოოდ ნათლად უნდა განსაზღვროს თავისი საზღვრები და უარი თქვას მეზობლების ხარჯზე მუდმივი ტერიტორიული გაფართოების სურვილზე.
„პოლონეთისა და უკრაინის ინტერესებშია, რომ რუსები საბოლოოდ ნორმალურ ადამიანებად იქცნენ, ანუ იცხოვრონ იმ საზღვრებში, რომლებსაც მათი მეზობლები თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებად აღიარებენ და დაიწყონ ინვესტიციების ჩადება საკუთარ ხალხში“, – განმარტა დიპლომატმა.
სიკორსკის თქმით, დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და რუსეთის იმპერიის აღორძინების თავიდან ასაცილებლად, პოლონეთი და უკრაინა მზად არიან, გააგრძელონ ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა.