ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი 2028–2034 წლებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და ქვეყანას ფინანსურად მძიმე ტვირთად დააწვება.
მისი თქმით, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა დარჩენილიყო, ფაქტობრივად ხარკის სახით წავა ბრიუსელში.
ევროპარლამენტარის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს საწყის ეტაპზე 100 მილიარდი ევროს გამოყოფას უკრაინისთვის და ამდენივეს - ევროკავშირის ბიუროკრატიული სტრუქტურებისთვის, ასევე წევრი ქვეყნებიდან თანხების მობილიზებას ETS გადასახადიდან - 30%, თამბაქოს აქციზიდან 4,7-დან 8,2 მილიარდ ევრომდე, ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული სერვისებისა და CBAM ნახშირბადის საზღვრის გადასახადებიდან.
ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი აღნიშნავს, რომ გერმანია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე ვეტოს უფლების გაუქმებას ითხოვს, ბიუჯეტის დამტკიცება კი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რათა პროცესი პოლონეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ არჩევნებამდე დასრულდეს.
მისი შეფასებით, პოლონეთის მთავრობა ასეთ უსამართლო პირობებს არ უნდა დათანხმდეს.
"ძალიან ცუდი ამბები ბრიუსელიდან - სურთ, ბოლომდე გამოგვწურონ! აი, ახალი ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირის "ელიტები" მომდევნო 7 წლისთვის გვთავაზობენ!
აი, რაში უნდა შევიტანოთ წვლილი
- 100 მილიარდი ევრო უკრაინისთვის (თავიდან, რადგან უკვე ამბობენ, რომ ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი)
- 100 მილიარდი ევრო ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის ფუნქციონირებისთვის
- ETS გადასახადიდან მიღებული შემოსავლების 30%, რომელიც პოლონელებს გადასახადებს უძვირებს, პირდაპირ ბრიუსელს უნდა გადავცეთ
- თამბაქოს აქციზიდან საწყის ეტაპზე 4,7 მილიარდი ევრო (დაახლოებით 21 მილიარდი ზლოტი) უნდა გადავცეთ ევროკავშირის ბიუჯეტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში 8,2 მილიარდ ევრომდე (36 მილიარდ ზლოტამდე) იზრდება
- ასევე უნდა გადავცეთ თანხები ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული სერვისების გადასახადიდან და CBAM ნახშირბადის საზღვრის გადასახადიდან
ეს რომ საკმარისი არ იყოს, გერმანია ასევე მოითხოვს სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მომავალ წლებში ევროკავშირმა შეძლოს, უკრაინაში იმდენი ფული ჩაასხას ჩვენი ყველას ხარჯზე, რამდენიც მოესურვება!
და ყველაფერი დაჩქარებული ტემპით ხდება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის განსაზღვრის ვადა 2027 წლის ბოლომდეა, ევრობიუროკრატებს სურთ, ეს საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვან არჩევნებამდე მოასწრონ!
2028–34 წლების მთელი ბიუჯეტი ერთი დიდი დაცინვაა!
როგორც ხედავთ, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა წავიდეს, ევროკავშირის ბიუჯეტში ერთგვარი ხარკივით წავა.
მხოლოდ თამბაქოს აქციზიდან თითქმის ორჯერ მეტის გადაცემა გვიწევს, ვიდრე ამას ევროკავშირის ეკონომიკაში ჩვენი წილი გულისხმობდა!
ვერ წარმომიდგენია, რომ მთავრობა ასეთ უსამართლობაზე დათანხმდეს.
ეს არის ბიუჯეტი პოლონეთის გამოსაწურად და ის არ უნდა იქნას მიღებული, რადგან პოლონეთის ინტერესებს ძირს უთხრის!" - წერს პოლონელი ევროპარლამენტარი.